ხაშმის საფერავი
38.00 ₾ – 59.00 ₾Price range: 38.00 ₾ through 59.00 ₾
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან
კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი ხაშმი
ალკ.13.5%
ღვინო მუქი ლალისფერია, ხანგრძლივი და ინტენსიური ცრემლით. არომატში კარგად აქვს გამოხატული საფერავისთვის დამახასიათებელი შავი ქლიავის ჩირის, მაყვლის, ბროწეულისა და შავი მოცხარის კარგად შერწყმული ტონები. გემოში სრულსხეულიანი და დაბალანსებულია, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხანგრძლივად გამყოლი ხავერდოვანი ტანინებით, რასაც თან სდევს სასიამოვნო წითელი წიწაკისა და ალუბლის ლიქიორის პიკანტური ნაზავი.
ღვინო კარგად შეეხამება წითელ ღვინოში მომზადებულ საქონლის ლოყებს, ნაკვერჩხაზე შემწვარ ღორის მწვადს, კურდღლის ჩაშუშულს პომიდვრითა და ბადრიჯნით, ასევე, საქონლის ხორცის ტარტარს.
| მოსავალი | 2017, 2018, 2020, 2021, 2022, 2023, 2025 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
მუკუზანი
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან
კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი მუკუზანი
ალკ.15%
