ქისი

35.00 

თეთრი მშრალი ღვინო

დამზადებულია 100% ქისის ჯიშის ყურძნისგან სრულ ჭაჭაზე

კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი

ალკ.13%

არტიკული: არ არის კატეგორია:
აღწერა

ღვინო საშუალო ქარვისფერი შეფერილობისაა, მკვეთრი ოქროსფერი რკალით. არომატში მაღალინტენსიურია სადაც კარგად არის შერწყმული სანალებლებისა და გამომშრალი ყვითელი ხილის არომატები. ხმელი თივის და ხის მერქნის ტონები სასიამოვნოდ ვითარდება ქლიავის ჯემის, მუშმალის, მწიფე ნესვის, გარგრისა და ვაშლის ჩირის არომატებად. ღვინო განვითარებადია და ჭიქაში საინტერესოდ იხსნება რაც მის არომატიკას მეტად საინტერესოს ხდის. ღვინო სრულსხეულიანია, გამოკვეთილი ხალისიანი მჟავიანობით, საშუალოზე მაღალი თუმცა კარგად დაბალანსებული და ხავერდოვანი ტანინებით, რასაც თან ახლავს მწიფე ყვითელი ტყემლის საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოება.

ღვინო კარგად შეეხამება ჩახრაკულ ბატკნის ხორცს ტყემალთან ერთად, კეცზე შემწვარ წიწილას მაყვლის სოუსში და კარაქში მომზადებულ სოკოს ხახვთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია
მოსავალი2021, 2022, 2024