ხიხვი

35.00 

თეთრი მშრალი ღვინო

დამზადებულია 100% ხიხვის ჯიშის ყურძნისგან სრულ ჭაჭაზე

კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი

ალკ.14%

არტიკული: არ არის კატეგორია:
აღწერა

ღვინო მუქი ქარვისფერია, შესანიშნავი სისუფთავითა და სხივგამტარობით. არომატში მკვეთრი და კარგად გამოხატულია, მწიფე კომშის, ყვითელი ტყემლის, საზამთროს მურაბისა და ლეღვის ჩირის არომატებით. ღვინო საშუალო სხეულიანია და გემოვნურად კიდევ უფრო არომატულ სპექტრს მოიცავს. პირველივე შეგრძნებაზე იკვეთება მწიფე მანგოსა და ნესვის არომატები, რასაც ახლავს ხალისიანი მჟავიანობა და აბრეშუმისებრი ტანინები, რაც საბოლოოდ სრულდება მსუბუქი მოხალული თხილის ტონებით.

ღვინო კარგად ეხამება კარამელიზირებულ ბატის ხორცს კომშის სოუსით, კრევეტებს პომელოთი და ლაიმის სოუსით, ან ცეცხლზე მომზადებულ კალმახს.

დამატებითი ინფორმაცია
მოსავალი2022