მწვანე
29.00 ₾
თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან, კლასიკური ტექნოლოგიით
კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი
ალკ.13%
ღვინო კრისტალურად სუფთა და სხივგამტარია, შესანიშნავი ღია მომწვანო შეფერილობით. არომატში საშუალოზე მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, სადაც გამოკვეთილია ველური პიტნის, ევკალიპტის არომატები, კარგად შერწყმული მწვანე ვაშლის, ლიმნისა და ხურტკმელის ტონებთათ. გემოში მსუბუქსხეულიანი და საშუალო მჟავიანია, დელიკატური და დახვეწილი სტრუქტურით, რასაც ახლავს საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოება.
ღვინო კარგად შეეხამება ჰუმუსს ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად, ნადუღს პიტნით და გრილზე გამომცხვარ ყაბაყს.
| მოსავალი | 2023 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
კრახუნა
თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% კრახუნას ჯიშის ყურძნისგან, სრულ ჭაჭაზე
იმერეთი, სოფელი მეორე ობჩა
ალკ.12%
ჩინური – გორული მწვანე
თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია 75% ჩინური და 25% გორული მწვანე ჯიშის ყურძნებისგან, კლასიკური ტექნოლოგიით
ქართლი, სოფელი ვაზიანი
ალკ.12%
ქისი
თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% ქისის ჯიშის ყურძნისგან სრულ ჭაჭაზე
კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი
ალკ.13%
ხიხვი
თეთრი მშრალი ღვინო
დამზადებულია 100% ხიხვის ჯიშის ყურძნისგან სრულ ჭაჭაზე
კახეთი, გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი
ალკ.14%
