პეტნატი ჩინური – გორული მწვანე

39.00 

თეთრი მშრალი ცქრიალა ღვინო

დამზადებულია პეტნატის მეთოდით

ქართლი, სოფელი ვაზიანი

ალკ.12%

არტიკული: არ არის კატეგორია:
აღწერა

ღვინო საშუალო მოყვითალო შეფერილობისაა, ინტენსიური და ხანგრძლივად გამყოლი სიცქრიალით. არომატში ღვინო საშუალო ინტენსივობით ხასიათდება, საკმაოდ დელიკატული და დახვეწილია, გამოკვეთილია მინდვრის ყვავილების, მწვანე ვაშლის და მსუბუქად მწიფე ალუჩის ტონები რაც სასიამოვნოდ გარდაიქმნება ტყემლის ყვავილისა და მინერალურ არომატებად. გემოვნურად ღვინო ცინცხალი და ხალისიანია, მკვეთრი, მაღალი მჟავიანობით, მსუბუქი, ოდნავ კრემოვანი სტრუქტურით და ხანგრძლივი მწვანე ვაშლის გამყოლი გემოთი.

ღვინო კარგად შეეხამება ცოცხალ ზღვის პროდუქტებს, გახუხულ ტოსტს კარაქთან და ხიზილალასთან ერთად, დამარინადებულ ორაგულს ლაიმის დრესინგით.

დამატებითი ინფორმაცია
მოსავალი2024