წესები და პირობები
მადლობა, რომ ეწვიე ნიკიფორეს გვერდს!
www.nikifore.com ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გთხოვთ, გაეცნო ყურადღებით.
- ასაკობრივი შეზღუდვა
ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს ზემოთ. 18 წელს ქვემოთ მყოფ პირებს არ შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.
- საკუთრების უფლება და კონტენტის გამოყენება
ვებ-გვერდის კონტენტი, მათ შორის ტექსტური, ფოტო-ვიდე კონტენტი, პროდუქციის კატალოგი და სხვა, პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, წარმოადგენს “ნიკიფორეს” საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.
- შეკვეთების გაფორმება და თანხის გადახდა
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ონლაინ www.nikifore.com ვებ-გვერდის გამოყენებით, შესაბამისი ანგარიშის შექმნის და პროდუქციის შერჩევის შემდგომ.
ყველა შეკვეთა ექვემდებარება “ნიკიფორეს” (შპს ნიკიფორე) მიერ მიღებასა და დამუშავებას.
კომპანია იტოვებს უფლებას თქვენი შეკვეთა სრულად დაამუშავოს ან გააუქმოს შეკვეთა მომხმარებელთან შეთანხმებით.
ვებ-გვერდის მეშვეობით ალკოჰოლური პროდუქტების შეძენისას თანხის გადახდა ხდება სრულად უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
- საგადახდო საბუთები
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საგადახდო საბუთები ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე nikifore@yahoo.com კომუნიკაციის მეშვეობით. მოთხოვნის დამუშავება და დოკუმენტების მიწოდება მოხდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
- შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში დამატებითი გადასახადის გარეშე.
შეძენილი ღვინო ექვემდებარება შეცვლას/დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღვინის გაუხსნელი ბოთლი დაზიანებულია ან აქვს ქარხნული ნაკლი, სხვა შემთხვევაში პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება არ ხდება.
თანხის დაბრუნება ხორციელდება გადახდის თავდაპირველ ფორმაზე (მითითებულ საბანკო ანგარიშზე) დაბრუნებული ნივთის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
- ფასები
ვებ-გვერდზე მითითებული თითოეული ფასი ექვემდებარება ნებისმიერ დროს ცვლილებას წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- მიწოდება
მიწოდების ხარჯები დამოკიდებულია შეძენილი პროდუქციის რაოდენობასა და მიწოდების წერტილის მდებარეობაზე.
თბილისის მასშტაბით, შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მეორე დღის 15:00 საათამდე.
რეგიონებში პროდუქციის მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში. ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეძენილი პროდუქციისა და მიწოდების წერტილის მდებარეობის გათვალისწინებით.
- მარეგულირებელი კანონმდებლობა
აღნიშნული წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია წინამდებარე პირობებთან და თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებასთან, დაექვემდებარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ჩარჩოს.
- ცვლილებები წესებსა და პირობებში
ნიკიფორეს გუნდი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე “წესები და პირობები” წინასწარი შეტყობინების გარეშე. თვქენს მიერ www.nikifore.com ვებ-გვერდის გამოყენებით გამოხატავთ თანხმობას მოწოდებული “წესებისა და პირობების” დაცვაზე და ადასტურებთ, რომ დაიცავთ “წესებსა და პირობებს” მასში შესული ნებისმიერი ცვლილების შემდგომაც, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წარმოგექმნებათ პრეტენზია ვებ-გვერდის ან კომპანიის მიმართ.
ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ამ ვებ-გვერდის გამოქვეყნებისთანავე
თუ გაქვთ შეკითხვები აღნიშნულ “წესებთან და პირობებთან” დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: nikifore@yahoo.com
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა გნმარტავს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების პირობებს, მათ მიერ ვებ-გვერდის www.nikifore.com გამოყენების დროს.
ვებ-გვერდზე ვიზიტისას მომხმარებლის შესახებ ხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:
- პერსონალური ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირის იდენტიფიცირებისთვის: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი, საბარათე მონაცემები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომლსაც მომხმარებელი აწვდის ვებ-გვერდს რეგისტრაციისა და შეკვეთის გაფორმების ეტაპზე.
- არაპერსონალური ინფორმაცია: ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც არ ხდება პირის იდენტიფიცირება. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მომხმარებლის აქტივობას ვებ-გვერდზე, დემოგრაფიულ ინფორმაციას და ტექნიკურ ინფორმაციას გამოყენებული მოწყობილობისა და ინტერნეტის შესახებ.
შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების მიზნები
მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება ვებ-გევრდის გამართულად ფუქნციონირებისა და მომხმარებელზე მორგებული მომსახურების შეთავაზებისთვის.
“ნიკიფორე” იყენებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე შევსებულ ყველა ინფორმაციას სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ეფექტური სერვისს შეთავაზებისთვის. მომხმარებლის თანხმობის შედეგად შესაძლებელია მითითებული ელ.ფოსტა გამოყენებულ იქნეს მარკეტინგული სიახლეების გასაზიარებლად (თუმცა, მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა თქვს უარი და გააუქმოს სიახლეების გამოწერა).
“ნიკიფორემ” შესაძლოა მომხმარებლის ინფორმაცია გამოიყენოს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
“ნიკიფორე” ზრუნავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი აზიარებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და შეკვეთის გაფორმების დროს, არის კონფიდენციალური და არ გაიცემა მესამე პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა:
- სერვის პროვაიდერები: “ნიკიფორემ” შესაძლოა გაუზიაროს მომხმარებლების ინფორმაცია მესამე მხარის სერვის პროვაიდერებს, რომლებიც ეხმარებიან ვებ-გვერდს გამართულად ფუნქციონირებაში, როგორიცაა გადახდის პროცესორები და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის სერვისები. აღნიშნული სერვის პროვაიდერები ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
- სამართლებრივი მოთხოვნები: “ნიკიფორემ” შესაძლოა გაამჟღავნოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია თუ ამას კანონი ავალდებულებს ან გამჟღავნება აუცილებელია შესაბამისი სასამართლო ბრძანების საფუძველზე.
მონაცემთა უსაფრთხოება
“ნიკიფორე” იღებს მაქსიმალურად ეფექტურ ზომებს, რათა დაიცვას მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისა და განადგურებისგან. ვითვალისწინებთ, რომ ინტერნეტით გადაცემის ან ელექტორნული შენახვის არც ერთი საშუალება არ არის 100%-ით უსაფრთხო, აქედან გამომდინარე, “ნიკიფორე” ვერ გასცემს აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
საბანკო ტრანზაქციები
“ნიკიფორეს” არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ანგარიშებთან. ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ყველა ფინანსური ტრანზაქცია მუშავდება შესაბამისი ბანკის მიერ მოწოდებული უსაფრთხო სერვერის მეშვეობით.
მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა წაშლა ნებისმიერ დროს.
მომხმარებელს აქვს უფლება დაეთანხმოს ან უარი თქვას მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს.
Cookie ფაილები
www.nikifore.com იყენებს cookie ფაილებს, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და ვებ-გვერდის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის. Cookie ფაილების დახმარებით ხდება ვებ-გვერდის მოხმარების პროცესზე დაკვირვება, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზება და ანალიზი.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს cookie პარამატერები ან მისი გათიშვა ბრაუზერიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამან შესაძლოა შეზღუდოს ვებ-გვერდზე გარკვეული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა.
ბავშვების/მოზარდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა
“ნიკიფორეს” მიერ მოწოდებული სერვისები და პროდუქტები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, შესაბამისად, ვებ-გვერდი შეგნებულად არ აგროვებს ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებზე.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
სახელმწიფო რეგულაციების თანამხად ან სხვა აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება. განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შევა ვებ-გვერდის გამოქვეყნებისთანავე. ამიტომ, “ნიკიფორეს” გუნდის რეკომენდაციაა, პერიოდულად გადამოწმდეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომხმარებლების მიერ, რათა არ მოხდეს ინფორმაციული გარღვევა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ დაიკარგოს.
კონტაქტი
თუ გაქვთ შეკითხვები აღნიშნულ “წესებთან და პირობებთან” დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: nikifore@yahoo.com