ნიკიფორეს საოჯახო მეღვინეობის ისტორია 2017 წელს იწყება იდეით შეგვექმნა ღვინო თბილი შეხვედრებისთვის. კაცი ჩვენს ღვინოს რომ გასინჯავს, მაშინვე უნდა დაიძახოს - ეს ნიკიფორეს ოჯახისააო, სიკეთე და სითბო ვიცანიო!
სწორედ ამ მიზნით, უწყვეტი განვითარების პროცესში, ვქმნით თანამედროვე ქართულ ღვინოს, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურ ხარისხსა და გულწრფელ შეგრძნებას უზიარებს თითოეულ მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. ნიკიფორე ქმნის ღვინის ფართო არჩევანს: კლასიკური, ქვევრისა და ცქრიალა ღვინის ასორტიმენტი ყველა გემოვნების ადამიანისთვის.