პეტნატი მწვანე
39.00 ₾
თეთრი მშრალი ცქრიალა ღვინო
დამზადებულია პეტნატის მეთოდით
კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი
ალკ.12%
არტიკული:
არ არის
კატეგორია: პეტნატი
აღწერა
ღვინო ღია ჩალისფერი შეფერილობის არის, ინტენსიური სიცქრიალით და ხანგრძლივი კრემოვანი მუსით. არომატში გამოკვეთილი და საკმაოდ ხილიანია, სადაც კარგად იგრძნობა გრეიფრუტის, მწვანე ვაშლის, ანანასის და მასთან დელიკატურად შერწყმული მწვანე ფოთლების არომატი. ღვინო მსუბუქსხეულიანი და ცინცხალია, მკვეთრი, მაღალი მჟავიანობით და ჰარმონიული გემოს შეგრძნებით, სადაც კარგად მეორდება ციტრუსოვანი ხასიათი, ლიმონის და ლაიმის ტონები, რაც შემდგომ კარგად ვითარდება მწიფე მსხლის და მინერალების არომატებად, რომელიც დიდხანს გვრჩება გემოში.
ღვინო კარგად შეეხამება აზიურ სამზარეულოს, ორაგულის როლებს, ღვინოში მომზადებულ მიდიებს და გრილზე შემწვარ კალმარს.
დამატებითი ინფორმაცია
| მოსავალი | 2025 |
|---|
მსგავსი პროდუქტები
პეტნატი ჩინური – გორული მწვანე
39.00 ₾
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
